როგორ შეიცვალნენ ადამიანები ბოლო 100 წლის მანძილზე
მეცნიერთა გამოკვლევებით, ბოლო 100 წლის მანძილზე ადამიანები უფრო მაღლები, მსუქნები და ხანდაზმულები გახდნენ. აღნიშნული მოვლენები მარტო შიდა ევოლუციური პროცესის ბრალი არ არის, აქ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ტექნიკური პროგრესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურობას.
ამერიკელი ბიოლოგების აზრით, ერთი საუკუნის მანძილზე სხეულის ტრანსფორმაციის ძირითადი მიზეზია: კვების გაუმჯობესება, გამაჯანსაღებელი რეჟიმის ვარჯიშები, ჰიგიენა და ცხოვრების ბევრად უფრო წყნარი და უშფოთველი ტემპი, ვიდრე ეს შუა საუკუნეებში, ანდაც ადრეული კაპიტალიზმის ეპოქაში იყო. რაც შეეხება ადამიანის სიმაღლის ზრდას, აქ ტემპები საკმაოდ ჩქარია. დღეს ყველაზე მაღალი საშუალო სიმაღლე არის – 1.85 მეტრი, ადრე ის შეადგენდა 1.77 მეტრს, რაც ბევრად უფრო მეტია მე-20 საუკუნის დასაწყისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. საკმაოდ გაიზარდნენ ადამიანები ჩრდილოეთის ქვეყნებში. ნორვეგია, შვედეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ნიდერლანდები ეს ის ქვეყნებია, სადაც დღეს ყველაზე მაღალი ადამიანები ცხოვრობენ.