მოსკოვმა იაპონიის სანქციებს უპასუხა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის სანქციებს ,,არამეგობრული და არაშორსმჭვრეტელი ნაბიჯი” უწოდა, რაც განპირობებულია იმით, რომ ოფიციალურმა ტოკიომ სინამდვილეში არ იცის, რა ხდება კონფლიქტის ზონაში და დასავლეთის ინფორმაციის მიხედვით აკეთებს დასკვნებს.
,,საკამოდ ნაჩქარევია იაპონიის გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ, მათ მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ რუსეთი პირველი იყო იმ ქვეყნების სიაში, ვინც გადაწყვიტა ,,ბოინგ 777″-ის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და საქმე გაეროს ეგიდით წარმართა”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.