დერიპასკა: რკინის ფარდა უკვე დაეშვა, კრიზისი სამჯერ უარესი იქნება, ვიდრე – 1998 წელს

ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა გამოიწვია 1998 წლის დეფოლდს გადაწონის. ამის შესახებ რუსმა ბიზნესმენმა, ოლეგ დერიპასკმა კრასნოიარსკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

„ჩვენ ასეთ გამოწვევასთან საქმე ჯერ არ გვქონია. რკინის ფარდა უკვე დაეცა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

სანქციებზე საუბრისას დერიპასკმა თქვა:„ ავიღოთ 98 წლის კრიზისი და გავამრავლოთ სამზე“.

„ეს რკინის ფარდა კვლავ გასახსნელი იქნება. პირველი ნაბიჯი ეს არის – მშვიდობა. მეორე ნაბიჯი – განვიხილოთ, სად ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობთ, რა პირობებით, ვინ რას მართავს, რა რისკებთან გვაქვს საქმე. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის ფეხზე დგომაა. მე ფიზიკური ზეწოლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობა არაფერ შუაში არაა“, – თვლის დერიპასკა.

ნიკოლაევის ალუმინის ქარხნის მფლობელმა დასძინა, რომ სამ კვირაში გაირკვევა, რა დაემართა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს სანქციების შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები