ირაკლი ქადაგიშვილი: ალბათ, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტი გაკეთებული იქნება იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში რუსული აგრესიის გამო შეიქმნა

“საკრალური დღე ხომ არ არის ეს შაბათი დღე?! ალბათ, დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში, სავარაუდოდ, აქცენტი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გაკეთდება.

“ალბათ, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტი გაკეთებული იქნება იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში რუსული აგრესიიდან და იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა, რაც ამ აგრესიამ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმოშვა. ასევე, იმ განაცხადსა და შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზეც იქნება საუბარი, რაც აქედან წარმოიშვა, რომელიც ეხება განაცხადს, რომლის გაკეთებას საქართველო ევროკავშირში გეგმავს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები