“რეფორმების ჯგუფი” ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

„რეფორმების ჯგუფი” ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს განაცხადი დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე ამ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯია და ეს ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგია.

„დღეს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არ ნიშნავს გაწევრიანებას, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯია გაწევრიანების გზაზე. ჩვენი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვაცხადებთ ამ პროცესის მიმართ. აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე ხელისუფლების, პარტიის დამსახურება, ეს არის საუკუნეების მანძილზე იმ ხალხის ბრძოლის დამსახურება, რომელსაც აგრძელებს დღეს ჩვენი თაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ვუყურებ, რომ დაწყებულია ამ პროცესის დაზიანება, მთელი ძალით ებრძვის ამ იდეას მეხუთე კოლონა, ამბობენ, რომ ეს მოახდენს რუსეთის დამატებით პროვოცირებას, პირდაპირ ვამბობ, ვინც ასე საუბრობს, არის საქართველოს მტერი და მეხუთე კოლონის წარმომადგენელი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები