რუსებსა და ბელარუსებს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ
რუსი პარაოლიმპიელი სპორტსმენები პეკინში პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსებთან ერთად ბელარუსის წარმომადგენლებსაც შეეხებათ.
არსებული ინფორმაციით, ბევრმა ეროვნულმა კომიტეტმა, გუნდმა და სპორტსმენმა უარი თქვა რუსებსა და ბელარუსებთან შეჯიბრებაზე.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მათი გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება.