ამერიკამ ორბიტაზე ორი მზვერავი თანამგზავრი გაგზავნა
ფლორიდაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან სტარტი აიღო რაკეტმზიდმა ,,დელტა-4“-მა, რომელმაც ორბიტაზე უნდა გაიყვანოს GSSAP ტიპის ორი მზვერავი თანამგზავრი. ისინი სხვა ამერიკული კოსმოსური თანამგზავრების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ახალი სისტემის აპარატები სხვა ქვეყნების ორბიტაზე მყოფ თანამგზავრებსაც აკვირდებიან. ამის შესახებ პირველად ტელეარხმა ,,CBS – ნიუსმა“ განაცხადა.
ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის უილიამ შელტონის თქმით, აღნიშნული თანამგზავრები აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისა და ასევე საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად.