პოლონურმა გამოცემამ გარეკანზე ,,სისხლიანი ვლადიმერი“ გამოსახა
პოლონური ყოველკვირეული გამოცემა Polska Niepodlegla (თავისუფალი პოლონეთი) საკმაოდ ორიგინალური ახალი გარეკანით გამოვიდა. მასზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სისხლისმსმელი ვამპირის სახით არის გამოსახული. გაზეთმა ლაკონურად დაარქვა პრეზიდენტს ,,ბლადიმირი“ (blood ინგლისურად სისხლი), რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც ,,სისხლიანი ვლადიმერი“. რუსეთის პრეზიდენტი სისხლიანი ტუჩები აქვს, რაც სამხედრო კონფლიქტებში დაღუპულ უდანაშაულო ადამიანებზე მიუთითებს.