სოზარ სუბარი: უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა და მსოფლიოს თანადგომა იმედს მაძლევს, რომ ომი მალე დასრულდება

“უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა და მსოფლიოს თანადგომა იმედს მაძლევს, რომ ომი მალე დასრულდება და დამთავრდება ისე, როგორც ეს უკრაინას და უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო საზოგადოებას სურს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

„ჩვენ ისეთ რთულ ვითარებაში ვართ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როცა რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფებიან. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ერთადერთი სამშობლო გვაქვს და მასზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ სხვაგან ვერ გავიქცევით. საქართველოს მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით, აპირებს, რომ ამ ურთულეს წუთებში საქართველოში ის მშვიდობა შევინარჩუნოთ, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება – თუ ამ მშვიდობას რამე დაემუქრა, არ ვიცით ხვალ სამშობლო, სახელმწიფო გვექნება თუ არა. კარგად ვხედავთ, რომ ევროპა, ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომელსაც ჩვენზე გაცილებით მეტი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი აქვთ, თავს იკავებენ იმისგან, რომ მათი ქვეყნების უსაფრთხოებას რამე დაემუქროს. ეს არის მთავრობის ამოცანა და ამას საქართველოს მთავრობა განახორციელებს. არ უნდა დავუშვათ ომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადავიტანეთ. უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა და მსოფლიოს თანადგომა იმედს მაძლევს, რომ ომი მალე დასრულდება და დამთავრდება ისე, როგორც ეს უკრაინას და უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო საზოგადოებას სურს. ამის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად სახიფათო ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები