ისრაელის არმიამ ,,ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

ღაზას სექტორში ისრაელის არმიამ,,ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის სახლზე საარტილერიო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის არმიის სამხედრო შტაბის პრესსამსახური აცხადებს. მათი თქმით, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობისა, ისრაელის არმია აგრძელებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციებს ღაზას მიდამოებში. გუშინ გვიან ღამით განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი საარტილერიო შეტევა ბოლო სამი კვირის მანძილზე. ერთი ნაღმი ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიიეს საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები