ამ მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ, მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრესი, ევროკავშირისა და საქართველოსთვის ეს იყოს ნათელი და კონკრეტული მხარდაჭერა, რომელიც იქნება ხილვადი და რასაც იგრძნობს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.
„პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ იმისთვის, რომ პასუხი გაგვეცა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის. ევროკავშირს ძალიან ნათელი, მკაფიო და ერთიანი პოზიცია გააჩნია. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვართ მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ. იცით ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა მხარი დამეჭირა ნებისმიერი მცდელობისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კონკრეტული დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ. ევროპულ კომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად გვსურს, საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად ნათელი, კონკრეტული მხარდაჭერა მოვახდინოთ. ჩვენ დავადგინეთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ და სრულად ვიღებთ ვალდებულებას საკუთარ თავზე, რომ ამ მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ, რათა გახდეს ცხადი, რომ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაერო-ს ქარტიისადმი სრულ პატივისცემას, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრესი, ევროკავშირისა და საქართველოსთვის ეს იყოს ნათელი და კონკრეტული მხარდაჭერა, რომელიც იქნება ხილვადი და რასაც იგრძნობს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მიშელმა.