რუსმა სამხედროებმა იერიში კიევის სატელევიზიო ანძაზე მიიტანეს (ვიდეო)
კიევში, სირეცის მიკრორაიონში რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში სატელევიზიო ანძაზე მიიტანეს. თვითმხილველების თქმით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვი მაუწყებლის ცენტრალურ სააპარატო ოთახსაც მოხვდა. ამ დროისთვის ადგილობრივი არხები გარკვეული დროით გათიშულია. თუმცა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ზოგიერთი არხის მაუწყებლობის აღდგენას შეძლებენ.