თამარ ჩარკვიანი: როგორმე, საქართველო დაჩქარებული წესით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი
„4 საათის წინ განიხილეს, რათა უკრაინა გახდეს ევროკავშირის ქვეყანა დაჩქარებული წესით. უკრაინა შევა ევროკავშირში. არ მინდა, რომ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტარმა, თამარ ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს გაფართოებული სხდომა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო იქნება წარმოდგენილი.
„როგორმე, საქართველო დაჩქარებული წესით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ არ აღმოვჩნდეთ ირაკლი ღარიბაშვილის სათადარიგო ავტოფარეხში.
დღეს ევროკავშირის გარეშე ქვეყანა არ დატოვოთ, თორემ გადაგივლით ხალხი! ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ!”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.