გრიგოლ გაგნიძე საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით რჩევას აძლევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. ორგანიზაციის თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ყოფილის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან პიარინფორმაციული ომი გაძლიეროს. მისივე თქმით, აუცილებელია, უცხოელ პარტნიორებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის და მათი ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები პერიოდულად შევახსენოთ.
„საზოგადოებაში ისმის შეკითხვები – სააკაშვილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და გასამართლება, შეარყევს თუ არა ქვეყნის იმიჯს დასავლეთელ პარტნიორებთან. მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, გაასამმაგოს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან პიარინფორმაციული ომი სააკაშვილის მიმართ. აუცილებელია პერიოდულად უცხოელ პარტნიორებს შევახსენოთ ნაცრეჟიმის და მათი ბელადების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაწმუნდეს საერთაშორისო საზოგადოება რომ საქართველოში ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლით დაიწყო ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი. ამასთანავე უკრაინელ ხალხს ვურჩევდი დროულად ჩამოართვან მ.სააკაშვილს მრჩევლის სტატუსი, სანამ უკრაინამ უფრო მეტი ზიანი არ მიიღოს – დაკარკული ტერირორიები, დიქტატურა, თავისუფალი მედიის დევნა და სხვა“, – აღნიშნავს გაგნიძე.