იური ვაზაგაშვილი: დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა დააგვიანა
ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, „რეპორტიორტან” საუბრისას, პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დღემდეც უნდა დაწყებულიყო.
„მივესალმები დღევანდელი პროკურატურის განცხადებას სააკაშვილის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით! თუ ასე გააგრძელებენ და უმოკლეს დროში დაიწყებენ მუშაობას, ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნებათ. აქამდეც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება 20 თვე უმოქმედოდ რომ იყვნენ!
სწორედ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა არჩევნებზე 70% რომ არ მივიდა და ამომრჩეველმა უნდობლობა გამოუცხადა ხელისუფლებას. დღევანდელი პროკურატურის განცხადებით კი – ყველა კმაყოფილია. უამრავი დამნაშავეა ძალოვან სტრუქტურებში, აუცილებლად უნდა მოხდეს წმენდა პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლო სისტემაში, სხვაგვარად დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ!
სწორედ ამიტომაა, რომ „ნაციონალების” დამნაშავე პირები დღესაც ბლატაობენ. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, მათ სამართლიანობის აღდგენა დააგვიანეს. პროკურატურის დღევანდელ განცხადებას კი ნამდვილად მხარს ვუჭერ. “- განაცხადა „რეპორტიორთან” საუბრისას იური ვაზაგაშვილმა.
წყარო: http://reportiori.ge