ავთანდილ ცინცაძე: კახი კალაძის ახალი ინიციატივის საშუალებით, ახალგაზრდებს წინსვლისა და წარმატების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ

მივესალმები კახი კალაძის ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება პროგრამაში და ამ მნიშვნელოვან შანსს გამოიყენებს, – ასე აფასებს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე თბილისის მერის ინიციატივას, სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების დასაქმების შესახებ.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდებს წარმატებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
„დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ინიციატივა წარმოადგინა.  სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა ამოქმედდება.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან.
მივესალმები კახი კალაძის ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება პროგრამაში და ამ მნიშვნელოვან შანსს გამოიყენებს.
​ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა,  მათი ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდებს წინსვლისა და წარმატების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ. ამავდროულად, დედაქალაქისა და ქვეყნის გაძლიერებასა და პროგრესში საკუთარ წვლილსაც შეიტანენ“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები