საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების ცხოვრების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობები.
როგორც “კვირას” ადმინისტრაციაში განუცხადეს,
უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1-ელი თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო საცხოვრებლით, საკვებით.

“ტურისტებს, რომლებსაც გაქვთ სერვისით სარგებლობის საჭიროება, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე 144-3”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები