ოლეგ ბასილაშვილი უკრაინის მოვლენებზე: „სრული სიგიჟეა“

რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობი, დამსახურებული არტისტი ოლეგ ბასილაშვილი უკრაინის ომს ადგილობრივი მედიით ეხმაურება.

მან დაგმო ომი და მიმდინარე პროცესების გამო გულისტკივილი გამოხატა.

„სრული სიგიჟეა, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდა…მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, რა თქმა უნდა, გარკვეულ კვალს დატოვებს ჩვენს ურთიერთობებზე. ძალიან ვწუხვარ, ძალიან მაწუხებს ყველაფერი, რაც ახლა ხდება.

მოვუწოდებ უკრაინელებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ირწმუნონ, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ იგივე რჩება. ვფიქრობ, მილიონობით რუსი დღეს ასე ფიქრობს, – განაცხადა მსახიობმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინის სილამაზითა და ხალხით. ბასილაშვილის თქმით, მას ამ ქვეყანაში ბევრი მეგობარი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დამსახურებული არტისტი წარმოშობით ქართველია. ის თბილისის საპატიო მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები