უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები