„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება

განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671.5 ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი (მომატებული 671.5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება – 196.5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება – 15 751 ჰა), – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები