დაავადებათა კონტროლის ცენტრი: მზად ვართ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ გავუწიოთ მომსახურება COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით

“მზად ვართ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა სერვისით სრულიად უსასყიდლოდ გავუწიოთ მომსახურება COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინასა და უკრაინელ ხალხს!

მზად ვართ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა სერვისით სრულიად უსასყიდლოდ გავუწიოთ მომსახურება COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით.

აღნიშნული ინიციატივით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით სრული ინფორმაცია მიეწოდება უკრაინის საელჩოს საქართველოში. დიდება უკრაინას!”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები