მინისტრ გიორგი მღებრიშვილის პირველი სამუშაო დღე (ფოტოკოლაჟი)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მინისტრი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა და სისტემაში არსებული მდგომარეობისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდგომ, გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობას და თანამშრომლებს პირადად გაეცნო. მინისტრი უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონახულებას პირადად გეგმავს.