ლევან დავითაშვილი – ოპონენტებზე: ჩვენ ვხედავთ უაზრო პოლემიკასა და იმის მცდელობას, რომ პოლიტიკური პროცესებიდან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ

ჩვენ ვხედავთ უაზრო პოლემიკასა და იმის მცდელობას, რომ პოლიტიკური პროცესებიდან პოლიტიკური დივიდენდები მივიღოთ, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისა განაცხადა.

ვიცეპრემიერი ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეებში გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ომი მიმდინარეობს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველა გავერთიანდეთ: იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპონენტები, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მშვიდობაზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ეკონომიკური მნიშვნელობით, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ უაზრო პოლემიკასა და იმის მცდელობას, რომ პოლიტიკური პროცესებიდან მივიღოთ პოლიტიკური დივიდენდები. ვფიქრობ, ეს ამორალურია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტების კრიტიკა უსაფუძვლოა. პრემიერსა და მინისტრებს არაერთხელ ჰქონდა საუბარი იმაზე, თუ რამდენად სწორი, თანმიმდევრული, პასუხისმგებლობიანი და უალტერნატივოა მათი თითოეული ნაბიჯი, რასაც დღევანდელ დღეს მთავრობა დგამს. ასეთ დროს კი ოპონენტების ნაბიჯები არსებული ვითარებიდან კიდევ უფრო ამოვარდნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები