სანდუ: ევროკავშირში მოლდოვის მიღება უნდა დაჩქარდეს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ, რეგიონული უსაფრთხოების კრიზისის პირობებში, აუცილებელია რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

„მე განვიხილე ვითარება მსოფლიო ლიდერებთან, რომლებმაც დაგვარწმუნეს უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაში. მოლდოვასთვის ამ რთულ პერიოდში, ევროინტეგრაცია არის მთავარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩება თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ამ წუთებში ჩვენთვის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება უფრო მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა სანდუმ.

მან დასძინა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რესპუბლიკის ევროპული ღირებულებების სივრცეში განტკიცებისთვის.

სანდუს თქმით, რესპუბლიკა დიდ ძალისხმევას მიმართავს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

ევროკავშირში დაჩქარებული წესით მისაღებად განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები