ჯუმბერ ლეჟავას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

75 წლის ჯუმბერ ლეჟავას ხვალ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ – ამის შესახებ „კვირას“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუმბერ ლეჟავას სამოქალაქო პანაშვიდი 29 ივლისს, 14.00 საათამდე ქაშვეთის ეკლესიაში გამართება, ამის შემდეგ კი მოგზაურს დაკრძალავენ.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გარდაცვალებამდე, ორი დღით ადრე, 23 ივლისს ჯუმბერ ლეჟავას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. მინისტრის სურვილი იყო, რომ ამ წოდების მინიჭების შემდეგ ღონისძიება გაგვემართა. თუმცა, ბატონი ჯუმბერ ლეჟავა მოულოდნელად გარდაიცვალა. სამინისტრო სახელოვანი მოგზაურის ოჯახს ფინანსურად დაეხმარა“ – განუცხადეს „კვირას“ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ ლეჟავა 25 ივლისს, „ჯოენის“ კლინიკაში გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო მოათავსეს. ოპერაციის შემდეგ მას ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები