“პრემიერის განკარგულებით, რამდენიმე საათში სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შესვლას და დაიწყება გზების გაწმენდითი სამუშაოები” – ჩოხატაურის მერი

“პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რამდენიმე საათში სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შესვლას და დაიწყება გზების გაწმენდითი სამუშაოები. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. იცოდეთ, რომ ხელისუფლება თქვენს გვერდშია”, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

“24-საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები. იწმინდება ცენტრალური გზები მაგრამ გვრჩება რამდენიმე სოფელი, სადაც თოვლის საფარი დაახლოებით 3 მეტრს აღწევს და ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ გაწმენდით სამუშაოებს. თუმცა პრემიერ-მინისტრის განკარგულებით რამდენიმე საათში სპეცტექნიკა შემოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შევძლებთ მაღალმთიან სოფლებში შევიდეთ და გზების გაწმენდითი სამუშაოები დავიწყოთ.

დღეს საღამოდან დაიწყება თითქმის ყველა სოფელში, სადაც ვერ შევედით ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი სპეციალური ტექნიკით. აქტიურ კავშირზე ვართ ყველა ოჯახთან, ასევე წარმომადგენლობასთან. ჩვენ, ჩვენი სამსახურებით, ასევე, თავდაცვის ძალებით, პოლიციის სხვადასხვა უწყებებით ვახერხებთ, რომ თითოეულ ოჯახს ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება კლინიკაში გადაადგილება, პრობლემა ექმნება საკვებზე, პრობლემა ექმნება მედიკამენტებზე შესაბამისი ტიპის ტექნიკით, „ბურანებით“ ვახერხებთ ამ ადამიანებთან კომუნიკაციას. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. იცოდეთ, რომ ხელისუფლება თქვენს გვერდშია“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები