გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი

„სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალა, ფირფიტა გადაატრიალა. თამაშობს და თავად არ იცის, ამბობს, როცა ინსტრუქცია აქვს, მაგრამ არ აქვს ამ ინსტრუქციის შესრულების რესურსი,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის წინაშე.

„რა საკვირველია, ოპოზიციის გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი, როცა ქარტია შესთავაზა მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც მას ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდა და უწმაწურობას ეუბნებოდა. ამის მიუხედავად, მას გაერთიანება უბრძანა. ახლა ხედავს, რომ ის ადამიანები არ არის გამოსაყენებელი, ვინც მუდმივად ომზე ლაპარაკობს, ადამიანის უფლებები გადათელა და უამრავი ქართული ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. არ შეიძლება, ახალგაზრდებს ის ადამიანი მართავდეს, ვისაც პირდაპირ დანაშაული აქვს ჩადენილი ადამიანების წინაშე. გააანალიზეს რა, ეს ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილს ახალი როლი მისცეს, მაგრამ ამ როლს ვერ ერგება, რადგან არ შეუძლია და არ იცის. ის ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი. ლიდერობა უნდა, მაგრამ ამ როლს ვერ ასრულებს. სამწუხაროა, მაგრამ მან ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ქვეყნის წინაშე, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს. არც არავინ იქნებოდა, რომ არა, კონკრეტული ადამიანების მხრიდან მისი აღზევება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები