უკრაინის ერთ-ერთი ქალაქის მერი ღალატისთვის დააკავეს
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქ იუჟნის (ხარკოვის მახლობლად) მერი, ალექსანდრე ბრიუხანოვი სამხედრო სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
”ჩვენ დავაკავეთ იუჟნის მერი, ბ-ნი ბრაუხანოვი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და უბნის ინსპექტორი – ღალატის მუხლით”, – თქვა სინეგუბოვმა.
გარდა ამისა, ხარკოვის საოლქო პროკურატურა კუპიანსკის მერის, გენადი მაცეგორის წინააღმდეგ ღალატის მუხლით გამოძიებას აწარმოებს. მან ადრე განაცხადა, რომ ქალაქი რუსი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება და ისინი აქ იმისთვის არიან, რომ „წესრიგი უზრუნველყონ და მოსახლეობა დაამშვიდონ“.