ჩეხეთის პრემიერმა, საგანგებო წესით, ევროკავშირში უკრაინის მიღებას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა მხარს უჭერს საგანგებო წესით ევროკავშირში უკრაინის მიღებას.
ამის შესახებ მან გამოცემა Deník N-ის განუცხადა.
“მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, მაგრამ ახლა ჩვენ არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით. ამ დროისთვის ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა მისასალმებელია დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში”, – განაცხადა მან.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი თხოვნით ევროკავშირს მიმართა.
„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით”, – თქვა ზელენსკიმ.
ასევე, დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.