სანდრო თოფურია: საკონსულოს ცხელ ხაზზე საქართველოდან შემოდის პროვოკაციული ზარები, ძალიან გთხოვთ – თავი შეიკავეთ, ახლა ამის დრო არ არის

“საკონსულოს ცხელ ხაზზე საქართველოდან შემოდის პროვოკაციული ზარები, ძალიან გთხოვთ – თავი შეიკავეთ”, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, სანდრო თოფურია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ახლა პროვოკაციების დრო არ არის.

“ჩვენს საკონსულოს ცხელ ხაზზე საქართველოდან შემოდის პროვოკაციული ზარები, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ. ახლა ამის დრო არ არის, ვმუშაობთ 24 საათი. 6 დღეა, არ გვიძინია და დაამთავრეთ ეს მარაზმი.
გთხოვ, გაავრცელოთ!”, – წერს თოფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები