„სელფი“ მეხის დაცემის ფონზე (ვიდეო)

„სელფის“ მცდელობა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ მექსიკელ ლუის მორალეს ფუკუტაიკს და მის „გერლფრენდს“. წყალში ბანაობის შემდეგ მათ ერთობლივი ფოტოს გადაღება მოინდომეს, რა დროსაც მახლობლად მეხი ჩამოვარდა. „სელფის“ ნაცვლად წყვილმა კამერით, უნებურად სწორედ ელვა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ იუთუბის ზოგიერთი მომხმარებელი ეჭვით უყურებს კადრების ნამდვილობას და კომპიუტერული ტექნოლოგიის ქმნილებად მიიჩნევენ. ასეა თუ ისე, ვიდეომ 4 დღეში 1, 7 მილიონი ნახვა დააგროვა და უცხოეთის არაერთი სააგენტოს გვერდებზე მოხვდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JVDdAobUiJI” width=”560″ height=”315″]

მომზადებულია nydailynews.com-ის მასალების მიხედვით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები