კელი დეგნანი: საქართველოს პოზიციაც აშკარაა, დაიჭირა მკვეთრი პოზიცია, ვხედავთ დახმარებასაც
“საქართველოს პოზიციაც აშკარაა, დაიჭირა მკვეთრი პოზიცია, ვხედავთ დახმარებასაც”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი, საინტერესო შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრები. რაც შეეხება ამერიკაში ჩემ შეხვედრებს – გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. შეშფოთებულები ვართ იმით რაც მოხდა უკრაინაში, ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. ვუყურებთ როგორ მოქმედებს უკრაინა, როგორ აღუდგა ის ამ ომს. საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა, დაიჭირა მკვეთრი პოზიცია, ვხედავთ დახმარებასაც,” – განაცხადა დეგნანმა.