თბილისში, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დედაქალაქში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციით, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში იყო ხანძარი. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ცეცხლი გავრცელებული იყო შენობის კედელზე, გარე ფასადსა და სახურავზე, ასევე, გვერდით მდებარე, მოქმედი სპორტის სასახლის უკანა კედელზეც.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა მოქალაქემ ტერიტორია უვნებლად დატოვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები