ლადო ბურდული: საკმაოდ დიდი ხანძარი იყო, იმედია, ამის გამო ევროპის ჩემპიონატს არ დავაკლდებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის სახურავზე გაჩენილი ხანძრის დეტალების თაობაზე “კვირასთან” ისაუბრა.

ბურდული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

“ბიზნეს ლიგას თამაში იყო, სხვადასხვა ორგანიზაციები თამაშობდნენ – ბანკები, სამინისტროები და ა.შ. ყოველ კვირა ტარდება. 7-8 თამაში იყო ჩატარებული. დღეს დილის 12 საათიდანაც თამაშები იყო. ჩვენი გუნდის “არმიას” თამაში 4 საათზე დაიწყო, როცა დამთავრდა და მანამ სანამ სხვა გუნდების თამაში დაიწყებოდა, ბიჭები შემოვიდნენ და ხანძრის შესახებ გვითხრეს. გამოცხადდა ევაკუაცია.

ევაკუაციის შედეგად ყველამ დროულად დავტოვეთ შენობა. მე როცა ადგილზე ვიყავი, დაშავებული არავინ იყო. ყველა ჯანმრთელად გამოვედით. პოლიცია, სახანძრო ჯგუფები მალევე მოვიდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი რა გახდა ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი. სამწუხაროდ, არ ვიცი რა დონის დაზიანებაა. საკმაოდ დიდი ხანძარი იყო, იმედია ამის გამო ევროპის ჩემპიონატს არ დავაკლდებით”,- განაცხადა ბურდულმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები