მიხეილ სარჯველაძე: ჩემი მოწიწება და პატივისცემა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებმაც უკრაინა არ დატოვეს
“ჩემი მოწიწება და პატივისცემა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებმაც უკრაინა არ დატოვეს, ეს დასაფასებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ.
„ჩემი მოწიწება და პატივისცემა თითოეულ ამ მოქალაქეს, რომელიც იქ იმყოფება ახლა და სხვა იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის მუხლჩაუხრელად იბრძვიან და შრომობენ. ეს მართლაც დასაფასებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებიც იქ ამ უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ, მიუხედავად სიცოცხლისთვის არსებული საფრთხეებისა. დიდი მადლობა თითოეულ ამ ადამიანს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.