ეროვნული ბანკი: დღეიდან, “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს “ბაზისბანკი” მოემსახურება
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.
განცხადებაშია ასევე ნათქვამია, რომ დღეიდან, “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს “ბაზისბანკი” მოემსახურება.
“უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ დღეიდან, სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს ბაზისბანკი. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს ვითიბი ბანკის ფილიალებში ბაზისბანკი მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული”,- ნათქვამია განცხადებაში.