უკრაინამ რუსეთთან და ბელორუსთან სახმელეთო საზღვარი ოფიციალურად ჩაკეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალმა „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 28 თებერვლიდან რუსეთიდან და ბელორუსიდან უკრაინაში გადასვლის უფლება მხოლოდ მათი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ.
„უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და სურთ სახლში დაბრუნება, შეძლებენ მშვიდად და დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ ქვეყანაში“, – აღნიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.