“ინსტაგრამმა” კადიროვის ანგარიში დაბლოკა
ჩეჩნეთის ლიდერი, რომელსაც 9 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა ინსტაგრამმა დაბლოკა.
მას ასევე დაუბლოკეს მეორე, პირადი ანგარიში.
ფაქტს სოციალურ ქსელ ტელეგრამის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:
„კადიროვი აღარ არის… ჯერჯერობით, მხოლოდ ინსტაგრამზე“.