ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

,,ინტერფაქსის” ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ნახევარკუნძულზე მდგომარეობის გართულებას გააგრძელებს.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო “ფრანს – პრესი” იუწყება, რომ ერთ-ერთმა კორეელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები ქვეყნის სუვერენიტეტს დაემუქრება, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები ბირთვულ რაკეტებს თეთრი სახლისა და პენტაგონის მიმართულებით გაისვრიან. მისივე თქმით, მდგომარეობა ნახევარკუნძულზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნები დაიწყეს, რომელშიც ატომური ავიამზიდი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები