15 წლის მოზარდმა თანაკლასელი მოკლა, მსხვერპლის სხეული დაანაწევრა და ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა
იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურაში თანაკლასელი გოგონას მკვლელობისა და დანაწევრებისთვის 15 წლის მოზარდი დააკავეს. შემთხვევა ქალაქ სასებოში მოხდა. მოკლული გოგონა ეჭვმიტანილის ლოგინში იპოვეს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თანაკლასელი სახლში დაპატიჟა, შემდეგ კი სადისტურად მოკლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი ჯერ გლუვი საგნით სცემეს, შემდეგ გაგუდეს, მოგვიანებით კი ცხედარს ხელი და თავი მოკვეთეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი მოკლული მოზარდის ცხედართან იპოვნეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელმა მსხვერპლს ფოტოები გადაუღო და შემდეგ ისინი სოციალურ ქსელში განათავსა.
ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს. უცნობია მკვლელობის მოტივი.
სტატისტიკურად იაპონიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხვების მიხედვით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების უდიდესი ნაწილი მოზარდების მიერაა ჩადენილი.