ტურიზმის ადმინისტრაცია: დახმარება უკვე გაეწია საქართველოში მყოფ 200-მდე უკრაინელ ტურისტს

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.

” ომის გამო ვეღარ ვბრუნდებით სამშობლოში, ხარკოვიდან ვართ. ჩვენი ნათესავები მეტროს აფარებენ თავს. ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ვიყავით ჩამოსული და უკან ვეღარ ვბრუნდებით. მადლობა საქართველოს! პირველივე წუთიდან მოგვიკითხეს მთავრობიდან, დაინტერესდნენ ხომ არ გვჭირდებოდა რაიმე დახმარება! დიდი მადლობა საქართველოს, თანადგომას ვგრძნობთ ყველგან! ” – აცხადებს უკრაინელი ტურისტი, ვლადიმერ კისლი.

უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

“20 თებერვალს ჩამოვფრინდით კიევიდან, გუდაურში ვისვენებდით. ჩემს სამშობლოში 24-ში ომი დაიწყო და უკან ვეღარ ვბრუნდებით. დახმარებისთვის მივმართეთ ცხელ ხაზზე, შემოგვთავაზეს საცხოვრებელი, საკვებით დახმარება. საქართველოს მთავრობის ძალიან მადლობლები ვართ, ასეთი გვერდში დგომა წარმოუდგენელია”, – აცხადებს ეკატერიანა შეპალი.

“გუდაურში ვისვენებდით, ვსრიალებდით. გავიგეთ რომ ჩვენს ქვეყანაში ომი დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი დახმარების ხელი გამოგვიწოდა – გვეხმარება უფასო საცხოვრებლით, საკვებით! მადლობა მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს ასეთი თანადგომისთვის. ” – განაცხადა უკრაინელმა ტურისტმა ალექსანდ ევჩენკო.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში პირველივე წუთიდან ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები