მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა ნავალნის ბლოგის ბლოკირება

,,ინტერფაქსის” ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ აპელაციის განხილვაზე უარი განაცხადა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის ცნობილი ბლოგის დაბლოკვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძანებულება ამის თაობაზე ძალაში შევიდა ამა წლის 11 აპრილს. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბრალდებები ინტერნეტპორტალის ორ პოსტს შეეხო, რომელიც სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, აშკარად ანტიეროვნულ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად ამისა, ბლოგი ქსელში გადიოდა, სანამ იგი სრულად არ დაიბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები