“საქრუსენერგო”: „იმერეთის” დაზიანებული მონაკვეთი მთლიანად აღდგენილია

საქართველოში ელექტრომომარაგების კუთხით წუხელ შექმნილ მასშტაბურ შეზღუდვასთან დაკავშირებით  გაერთიანებული ენერგოსისტემა “საქრუსენერგო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის”  დაზიანებული მონაკვეთზე ინტენსიურ აღდგენითი სამუშაოები, რომელშიც  სს „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობა, ტექნიკური პერსონალის სრული შემადგენლობა და სპეცტექნიკა მონაწილეობდა.  ამ დროისათვის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, დაზიანებული მონაკვეთი მთლიანად აღდგენილია და ხაზი სრულყოფილად, შეფერხების გარეშე, სრული დატვირთვით მუშაობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

4 (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები