ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე, სოფელ ბეღლეთთან ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ახორციელებს ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები