გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: ჩვენს ოპონენტებს, სამწუხაროდ, კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ

ჩვენი ხელისუფლების პირველმა პირებმა არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს დასავლეთს, მყისიერი ნაბიჯები გადადგას, პირველ ყოვლისა, ომის და სისხლის ღვრის შესაჩერებლად, და რომ ეს სიტუაცია მოლაპარაკებების რეჟიმს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლების მხრიდან იდგმება, გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვაზე.

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვაზე და იმ მაქსიმუმი შესაძლებლობების განხორციელებაზე, რისი საშუალებაც დღეს საქართველოს აქვს. მეორეა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები.

ჩვენს ოპონენტებს, სამწუხაროდ, კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ, მათ ძალიან კარგად იციან, რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა რა რისკების წინაშე დგას და ცდილობენ, საზოგადოების ემოციებზე ითამაშონ და ამით გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში. მათი სურვილი, სამწუხაროდ, არის ის, რომ იმ აგრესიული მოქმედებების ვექტორი საქართველოზეც გადმოვიდეს. არ ითვალისწინებენ იმას, თუ რისკები შეიძლება არსებობდეს. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საომარი მოქმედებები, საერთაშორისო ნორმების სრული უგულებელყოფით ხორციელდება რუსეთის მიერ ოკუპაციის სახით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენ ვართ 24-საათიან რეჟიმში კოორდინაციაში ჩვენ დასავლელ კოლეგებთან – აშშ-სთან, ევროკავშირთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, დასავლეთის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ამავე დროს, ჩვენი წვლილის შეტანით, რომ ეს პროცესები მშვიდობიან გზაზე გადავიდეს, ომი შეჩერდეს, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯების, რომელიც არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამ წუთში ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და იმსჯელებენ იმ კონკრეტულ სანქციებზე, ძალიან მკაცრი ზომების გატარებაზე, რომ რუსეთი იძულებული გახდეს უკან დაიხიოს და ეს ყველაფერი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში გადავიდეს. საქართველო ამ პროცესებში ჩართულია.

ჩვენი საგარეო უწყება 24-საათიან რეჟიმში, ჩვენი საელჩოები მუდმივ კოორდინაციაში არიან ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენი ხელისუფლების პირველმა პირებმა არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს დასავლეთს მყისიერი ნაბიჯები გადადგას, პირველ ყოვლისა, ომის და სისხლის ღვრის შესაჩერებლად, და რომ ეს სიტუაცია მოლაპარაკებების რეჟიმს დაუბრუნდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები