“ვეცდები, შემდეგში ჩემი სამხედრო განრიგი მის ზარს მოვარგო” – ზელენსკიმ იტალიის პრემიერს უპასუხა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ, გამართულ მორიგ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად იტალიის პრემიერმინისტრს, მარიო დრაგის უპასუხა.
მანამდე, დრაგიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზელენსკისთან დაგეგმა სატელეფონო საუბარი და რომ დათქმულ დროს უკრაინის პრეზიდენტი კავშირზე არ გავიდა.
დრაგის ეს განცხადება რუსულმა მედიამ აიტაცა და თემა განავრცო. დრაგის განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, როგორ აფრინდა უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომიდან თვითმფრინავი და მიანიშნებდნენ, რომ უკრაინის ლიდერმა კიევი დატოვა.
როგორც ზელენსკიმ ბრიფინგზე თქვა, “ვეცდები, შემდეგში ჩემი სამხედრო განრიგი მის ზარს მოვარგო”.