“ზელენსკი კიევში რჩება, რომ აჩვენოს, როგორია უკრაინელი ხალხის სიმტკიცე” – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციის ძირითადი სცენარი  კიევში შესვლა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის განადგურებაა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ნათელია რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის ძირითადი სცენარი. ერთადერთი მიზანია  კიევში შესვლა და უკრაინის ხელმძღვანელობის, პირადად, ვლადიმერ ზელენსკის განადგურება. მხოლოდ ეს არის სპეცოპერაციის მიზანი. ამიტომ მიდის ასეთი გიჟური ზეწოლა კიევზე. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რჩება, რომ აჩვენოს, როგორია უკრაინელი ხალხის სიმტკიცე”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ მტრის ძლიერ შეწინააღმდეგებას და არ უთმობენ მიწის არერთ “გოჯს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები