საკუთარი ავტომობილი – სესხის მიღების შესაძლებლობა

საზოგადოების ნაწილმა, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იცოდეს, რომ ავტომობილი სესხის მიღების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. დღეს საფინანსო ორგანიზაციები საშუალებას გაძლევენ, რომ საკუთარი მანქანით თანხა ძალიან მალე მიიღოთ და შემდეგ ის კიდევ ერთი ავტომობილის შესაძენად ან სხვა მიზნებისათვის გამოიყენოთ.

ამ სტატიაში გიამბობთ მანქანის გამოყენებით სესხის მიღების ორ ტიპს.

პირველი – ეს არის avto sesxi. შეიძლება, უკვე გყავთ ავტომობილი, მაგრამ გინდათ, რომ კიდევ ერთი შეიძინოთ, ამისათვის კი საკმარისი ფინანსური დანაზოგი არ გაგაჩნიათ. ასეთ სიტუაციაში ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში კრედიტს საკუთარი მანქანით უზრუნველყოფთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თანხას დროულად ვერ გადაიხდით, კრედიტორ კომპანიას უფლება ექნება, ის ჩამოგართვათ და გაყიდოს.

იმისათვის, რომ არ სერვისით ისარგებლოთ, საჭიროა გქონდეთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რადგან ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში მოგიწევთ დადგენილი თანხის გადახდა.

არსებობს ასაკობრივი შეზღუდვაც. ძირითადად, ასეთი ტიპის სესხის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც უკვე არიან 21 წლის, მაგრამ ზოგიერთი კომპანია სესხს 20 წლის პირებზეც გასცემს.

ავტო სესხით სარგებლობისათვის საჭირო განაცხადის შევსება მარტივი პროცედურაა, რომლის გავლაც შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ფილიალში მისვლით.

ანკეტაში შეგყავთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი.

იმ შემთხვევაში, თუ სესხი დაგიმტკიცდებათ, საჭიროა, რომ თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომობილის ტექ. პასპორტი. თქვენი მანქანის ზოგად მდგომარეობას კომპანიის ექსპერტი ამოწმებს.

კომპანიები ცდილობენ, რომ ავტო სესხთან დაკავშირებული პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივონ, ამიტომ ის დიდ დროს არ მოითხოვს. კრედიტის დასამტკიცებლად დაახლოებით 30 წუთია საჭირო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ სერვისით სარგებლობის დროს, თქვენ არ გჭირდებათ თანამონაწილე, ანუ თავდებში მდგომი პირი.

საკუთარი ავტომობილით თანხის მიღების მეორე ტიპია auto lombardi ამ შემთხვევაში, თქვენ იღებთ თანხას თქვენივე ავტომობილის უზრუნველყოფით. მიმდინარე სესხის პერიოდში, საშუალება გაქვთ, რომ მანქანა მართოთ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ თანხა მოცემულ ვადებში უნდა დაფაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსესხებელ ორგანიზაციას მისი ჩამორთმევის უფლება აქვს.

მიღებული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ, თუნდაც შეიძინოთ მობილური ტელეფონები განვადებით.

ორივე ტიპის სესხით სარგებლობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ყურადღება მიაქციოთ შემდეგ კომპონენტებს:

  • ჯარიმის ოდენობა – თავიდანვე გაეცანით იმას, თუ რამდენს შეადგენს ჯარიმის ოდენობა. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა მომხმარებელი კონკრეტულ მომენტში თანხის გადახდას ვერ ახერხებს ან ვერ ასწრებს, ამიტომაც მას ჯარიმა ეკისრება;
  • გადახდის გრაფიკი – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სწორად შერჩეული გადახდის გრაფიკი მომავალში თქვენთვის უფრო კომფორტულს გახდის მომსახურებას. შეეცადოთ, რომ ის თქვენს ინტერესებს მოარგოთ;
  • საკომისიო – სხვადასხვა კრედიტორი ორგანიზაციები მომხმარებლებს სხვადასხვა ოდენობის საკომისიოს სთავაზობენ, ამიტომაც შეარჩიეთ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თქვენთვის უფრო სასურველ პირობებს შემოგთავაზებთლ
  • ხელშეკრულების პირობები – ხშირად სესხის აღების მსურველი თავს არიდებს პირობების გაცნობას სხვადასხვა მიზეზის გამო. თავიდანვე გაეცანით პირობებს, რათა იცოდეთ, რასთან გაქვთ საქმე.

დღესდღეობით, საქართველოში არიან კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს ზემოთ ხსენებულ სერვისებს სთავაზობენ. იმისათვის, რომ გაეცნოთ მათ პირობებს, შეადაროთ შემოთავაზებები ერთმანეთს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინპანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები