შემზარავი ისტორია – დონბასში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახმა მკვლელებისგან წერილი მიიღო (ვიდეო)

აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლი ვლადიმერ იაკობჩუკი. გარდაცვალებიდან მე-9 დღეს ვლადიმერის ოჯახმა ,,დონბასელი მკვლელებისგან”  წერილი და პასპორტი  მიიღო. წერილში სეპარატისტებმა  ყველა ის საშინელება აღწერეს, რომელსაც მათი თქმით, ეროვნული გვარდიის ნაწილები  ფულის მიღების მიზნით  სჩადიან. გარდაცვლილი მეომრის ქვრივს სეპარატისტებმა მოუწოდეს, სხვებისთვისაც ეჩვენებინა წერილი, რათა მათ ოჯახებს “ამ ბინძურ ომში” მამაკაცების გაშვებისგან თავი შეეკავებინათ.
გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ლუგანსკიდან გამოგზავნილ წერილში იდო პასპორტი და მისი შვილიშვილების ფოტო, ასევე მოწოდება იმისა, რომ თავი დაანებონ ლუგანსკში ჯარისკაცების გაგზავნას. საკმაოდ მძიმე და შემზარავია ტექსტი, რომელიც ვლადიმერ იაკობჩუკის დედამ და მეუღლემ წაიკითხეს:
,,ჩვენ ის მოვკალით, იმიტომ რომ ის ჩვენს მიწაზე მოვიდა. თქვენი საველე მეთაურები მის გვამს თქვენამდეც არ მოიტანენ, დამარხავენ აქ,  სადღაც”, – წერს ლუგანსკის ერთ-ერთი ბანდის ხელმძღვანელი.
გარდაცვლილი უკრაინელის დედას არ სჯერა, რომ შვილს მსგავსი რამ შეემთხვა. მისი აზრით, ეს სეპარატისტების ბინძური პროპაგანდაა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვლადიმერ იაკუბჩუკი ჯავშავტრანსპორტიორის ხელმძღვანელი იყო და სპეცდანიშნულების ბატალიონ ,,აიდარის” დასახმარებლად გაეშურა. სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა მისი გუნდი. ვლადიმერს ორი პატარა ვაჟიშვილი დარჩა, რომლებმაც არ იციან, რომ მამა დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ამ შემზარავი ფაქტის შესახებ პირველად ,,რადიო თავისუფლებამ” განაცხადა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7ePh0C3oqc4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები