შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრები უკრაინის და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორმატებში საუბრობენ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.
„მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში.
ყველა ამ ფორმატში მსჯელობა შეეხებოდა უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.